მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში მშენებლობა გაძვირდა - რამ განაპირობა ღირებულების ზრდა?

63e0ad52ea3d9
ვიქტორია მღებრიშვილი
06.02.23 11:51
820
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის დეკემბრის საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა როგორც წინა თვესთან - ნოემბერთან, ასევე გასული წლის თებერვალთან შედარებით.

პუბლიკაციაში აღნიშნული, რომ ორივე შემთხვევაში ზრდა მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდამ განაპირობა.

„2022 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 10.6%-იანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 2.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 11.5%-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 28.8%-იანი ზრდით, რამაც 5.87 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები