მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბრისთვის ბაზარზე ქართული მოსავალი შეიძლება აღარ იყოს, კაკლის 75% გაყიდულია - ასოციაცია

63731d48a1090
თინათინ ნატმელაძე
15.11.22 00:10
533
საქართველოს ნუშისა და კაკლის მწარმოებელი ასოციაციის დირექტორის ლერი ტაბატაძის განცხადებით შესაძლოა დეკემბრის დასაწყისისთვის ბაზარზე ქართული მოსავალი აღარ იყოს, რადგან კაკლის 75% უკვე გაყიდულია.

როგორც მან გადაცემა "საქმიან დილაში" თქვა, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, ამიტომ საექსპორტო ბაზრებისთვის იმ რაოდენობის პროდუქცია აღარ დარჩა, რამდენის გატანაც იგეგმებოდა. 

"მოლოდინი იყო, რომ ექსპორტს 90%-ით ჩავანაცვლებდით, თუმცა, იმდენად გაზრდილია შიდა მოხმარება, რომ ბოლომდე ვერ დავაკმაყოფილეთ, შეიძლება ითქვას, რომ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში ბაზარზე ქართული მოსავალი აღარ იქნება. კაკლის 75% გაყიდულია, უფრო მეტად დარჩენილია ნიგვზის სახით, რომელიც იმტვრევა და ნელ-ნელა შემოდის ბაზარზე. ე.წ. რითეილერები, რომლებიც აქამდე იმპორტით იყვნენ დაკავებული, ადგილობრივ ბაღებზე გადაერთნენ, ამის მიზეზი ისაა, რომ როდესაც ადგილზე ყიდულობ პროდუქციას, რისკები ბევრად ნაკლებია, ასევე არ გიწევს ტრანსპორტირება, იკლებს ხარჯები, მცირდება დრო და რაც ყველაზე მთავარია, გაქვს გარანტია, რომ რასაც უკვეთავ, იმ პროდუქციას მიიღებ,’’ - განაცხადა ლერი ტაბატაძემ და დასძინა, რომ ქართული კაკლის ბაღების მოსავლით ძირითადად ჰორეკა სექტორია დაინტერესებული, მაგრამ, მათი მთავარი მიზანი მაინც ევროპის ბაზარზე გასვლაა.

რაც შეეხება კაკლის წლევანდელ ფასს, ის ამბობს, რომ ევროპული ქვეყნების ფასსაც კი უტოლდება.

"მსოფლიოს მასშტაბით კაკლის ფასი განსხვავებულია, მაგალითად, აშშ, ჩილე, უკრაინა, ჩინეთი, მოლდოვა - ეს ქვეყნები შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებენ და შესაბამისად დაბალი ფასიც აქვს, ევროპული პროდუქცია კი ბევრად უფრო ხარისხიანია, უფრო ხარისხიანადაც ამუშავებენ და საბოლოოდ, მიღებული პროდუქტიც ორჯერ ძვირადღირებულია. ჩვენი პროდუქციის წლევანდელი გაუტეხავი კაკლის ფასი შიდა ბაზარზე 8-10 ლარს შორის, კაკლის ზომიდან გამომდინარე, მერყეობდა, კაკლის გულის საფასური კი 20-25 ლარი იყო, რაც მაღალ საფასო კატეგორიად ითვლება და ევროპულ ფასსაც კი უტოლდება,’’ - განაცხადა ლერი ტაბატაძემ.

წელს კაკლის რეკორდული მოსავალი გვაქვს - ნუშისა და კაკლის მწარმოებელი ასოციაცია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები