ამის შესახებ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
„BALENCIAGA-მ შექმნა სპეციალური მაისური პლატფორმის მხარდასაჭერად. ასეთი მაისურების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% "უკრაინის აღდგენის" ფონდში გადაირიცხება.
მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის!“, - წერს ზელენსკი.


United24 არის უკრაინისთვის დახმარების მოზიდვის პლატფორმა. თანხა უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშებზე შედის, შემდეგ კი შესაბამის სამინისტროებში იგზავნება. პლატფორმა აგროვებს სახსრებს სამ სფეროში: თავდაცვა და განაღმვა, მედიცინა, დანგრეული დასახლებების აღდგენა.
პლატფორმა Univetd24-ის ვებგვერდის თანახმად, მათ მიერ უკვე $147,697,345 დოლარი შეგროვდა.