მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დენდროლოგიური პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემა ჯერ არ იგეგმება - „ურეკი რეზიდენსი“

5efa078203514
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.20 10:15
5329
შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში შესვლა, რომელიც 10 მლნ ლარზე მეტი დაჯდა, უფასო იქნება - ამის შესახებ BM.GE-ის ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციით შეკვეთილში მოწყობილი პარკის მმართველ კომპანია „ურეკი რეზიდენსში“ განუცხადეს. როგორც კომპანიის დირექტორი პაატა სულაბერიძე ამბობს, დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს გაიხსნება.

კითხვაზე - იგეგმება თუ არა გარკვეული პერიოდის შემდეგ პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემა, დენდროლოგიური პარკის მმართველი კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ "ჯერჯერობით, არა". "მსგავსი რამ, ჯერჯერობით, არ იგეგმება. სავარაუდოდ, ეს ჩვენი მიმართულება იქნება მომავალშიც, დენდროლოგიურ პარკში არსებული ხე-მცენარეების და ცხოველების მოვლა-პატრონობის ხარჯებს მმართველი კომპანია თავად გაიღებს“, - აღნიშნა მან;

ამასთან, bm.ge-ის კითხვაზე - დაახლოებით, რა ჯდება წლიურად პარკის მოვლა-პატრონობა, "ურეკი რეზიდენსის" დირექტორმა თქვა, რომ ეს ჯერ დათვლილი არ აქვთ.

კიდევ ერთ კითხვას - "რა კომერციული სარგებელს მიიღებს კომპანია?, პაატა სულაბერიძე ასე პასუხობს: „მოგება ის იქნება, რომ ქვეყანას ექნება დენდროლოგიური პარკი“.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები