მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას- ირაკლი კობახიძე

კობახიძე

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ევროკომისიას მოუწოდა უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რაც მისი კობახიძის თქმით, 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის.

„შეხვედრებზე გამოიკვეთა 4 საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოთხოვნებს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს. ამაზე შევჯერდით დღეს უმრავლესობის სხდომაზე.

მინდა ოთხივე საკითხს შევეხო:

პირველი, ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველო-ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა.

გარდა ამისა სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ვენეციის კომისიას გაეგზავნება. ესეც ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ევროკომისიის მხრიდან.

სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონმა. ასევე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად,პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღეს კანონპროექტს, რომელიც ე.წ პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა.

ამავდროულად, მოვუწოდებ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რაც 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის. როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ასევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტარების, თუ სხვა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ“,- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები