მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების დაზღვევის ფონდის ზომამ უკვე 130 მილიონს მიაღწია

639addaa3e3a1
შოთა ტყეშელაშვილი
15.12.22 13:02
518
საქართველოს ბანკებში არსებული დეპოზიტები 15,000 ლარამდე მოცულობით დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს მიერ არის დაზღვეული. ამისთვის ქვეყანაში მოქმედი ბანკები სააგენტოს ყოველთვიურად სპეციალურ სადაზღვევო პრემიას უხდიან. ამ შენატანების ზომამ ნოემბერში 3.4 მილიონი ლარი შეადგინა.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის თებერვლიდან ამოქმედდა, ფონდის არსებობის 4 წელზე დიდი პერიოდის განმავლობაში მთლიანმა შენატანებმა 128.7 მილიონ ლარს მიაღწია.

საქართველოს საბანკო სისტემაში სულ 42 მილიარდი ლარის დეპოზიტებია განთავსებული. მათ შორის 15,000 ლარის ლიმიტში 5.5 მილიარდის დეპოზიტები ექცევა, შესაბამისად საბანკო სისტემის ეს ნაწილი სახელმწიფოს მიერ არის დაზღვეული.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო საკუთარ ფუნქციას შეასრულებს თუკი ქვეყანაში მოქმედ რომელიმე ბანკს გადახდისუუნარობის ისეთი კრიზისი დაუდგება, რომ ბანკი კლიენტების წინაშე არსებულ ვალდებულებებს ვერ მოემსახურება. იმ შემთხვევაში თუკი სებ-ი ბანკის ლიკვიდაციას გამოაცხადებს, ამ შემთხვევაში დეპოზიტების სააგენტო აქვეყნებს ანაზღაურების პროცესის ინსტრუქციას და შუამავალი (აგენტი) ბანკის მეშვეობით გაკოტრებული ბანკის დეპოზიტარები მიიღებენ 15,000 ლარამდე ლიმიტით საკუთარ თანხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები