მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატები „მინისტრის საათის“ და ინტერპელაციის ფორმატში მთავრობის წევრებს მოუსმენენ

ბიურო
BM. GE
11.09.23 17:22
5

19-22 სექტემბრის სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე დეპუტატები „მინისტრის საათის“ და ინტერპელაციის ფორმატში მთავრობის წევრებს მოუსმენენ.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 20 სექტემბერს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, ხოლო 22 სექტემბერს, ინტერპელაციის წესით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან  დავითაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის გამოკლებული წევრის, ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლედ, ქეთევან ჩარკვიანის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილება.

სხდომაზე ბიუროს წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები