მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეზინფორმაციასთან დაკავშირებით Twitter-ს ევროკავშირის წესების დაცვა მოუწევს

649965e9cd869
გიორგი თოლორდავა
27.06.23 00:05
451
სოციალურ ქსელ Twitter-ს ევროკავშირის ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევს, რომელიც დეზინფორმაციასთან დაკავშირებით მონიტორინგის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ევროკავშირის განცხადებით, ყველა სოციალურმა ქსელმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების უსაფრთხოება, რისთვის აუცილებელია, რომ ქსელში დეზინფორმაციის და საშიში მასალის გავრცელება შეზღუდული იყოს. ამ მიმართულებით წესების განსაკუთრებით რუსული პროპაგანდის გააქტიურების ფონზე გამკაცრდა.

Twitter-ის განცხადებით, კომპანია შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს ინფორმაციის მონიტორინგს და ევროკავშირის წესების დაცვას. ზემოხსენებული განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ გასულ თვეს კომპანიის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ამტკიცებდა, რომ ინფორმაციის კონტროლს არავითარი აზრი არ ჰქონდა და ევროკავშირის რეგულაციები არა მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვას, არამედ უბრალოდ ცენზურის გამკაცრებას ემსახურებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები