მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ახალი საინფორმაციო ჰაბი - infohub.rs.ge ხელმისაწვდომი ხდება

63ae7fff85ec3
BM.GE
30.01.23 16:00
549
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან უახლესი ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას.

"infohub.rs.ge წარმოადგენს ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიან სისტემას, სადაც ცენტრალიზებულად იქნება გაერთიანებული სხვადასხვა ტიპის მონაცემი. აღსანიშნავია, რომ ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედების შემდეგ, ყველა მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო თავად ინფორმაციის მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდება.

Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად განახლებადია, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის: საკანონმდებლო აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მეთოდური მითითებები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოების და სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული საინფორმაციო ბაზა - Infohub ხელს შეუწყობს სისტემური და ერთგვაროვანი საგადასახადო პრაქტიკის არსებობას, ის შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირს მოიძიოს, დაამუშავოს და გააზიაროს მისთვის საინტერესო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

აქვე გაცნობებთ, რომ Infohub-ის შექმნის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, შემოსავლების სამსახურში 2021 წლიდან მიმდინარეობს", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები