მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან HBO ამერიკელებს სერიალებს და ფილმებს უფასოდ შესთავაზებს

5e8720bc777b7
ნათია თაქთაქიშვილი
03.04.20 15:45
798
AT&T WarnerMedia-ს მფლობელობაში მყოფი ონლაინგ სტრიმინგ კომპანია HBO დღეიდან ერთგულ მაყურებლებს სერიალებსა და ფილმებს უფასოდ შესთავაზებს, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიას და „დარჩი სახლში“ კამპანიას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს

როგორც გამოცემა აღნიშნავს, HBO საკუთარ პროდუქტს მაყურებელს უფასოდ 3 აპრილიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწვდის. მათი ნახვა HBO Now-სა და HBO Go-ზე  ლიმიტირებული დროით იქნება შესაძლებელი.

"The Sopranos", "Veep", "The Wire", "Six Feet Under", "Veep", "Ballers", "Barry", "Silicon Valley", "True Blood" - ეს ის ცხრა სერიალია, რომელთა ყველა სეზონის ყურებას ადამიანები უფასოდ შეძლებენ.

გარდა სერიალებისა, HBO მაყურებლებს Warner Bros.-ის გადაღებულ 20 ფილმსა და 10 დოკუმენტურ ფილმს შესთავაზებს.

HBO-ს უფასო სტრიმინგზე წვდომა მხოლოდ აშშ-ში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ონლაინ სტრიმინგ კომპანიის ყოველთვიური გადასახადი 14.99 აშშ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები