მათივე ცნობით, მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაემგზავრა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანია რეისებს Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:
- მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
- თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.