რამდენიმე კვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, დღეიდან, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება განახლდება.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით. სექტემბერში მესტიის მიმართულებით რეისები სამშაბათის და შაბათის გარდა, კვირაში 5-ჯერ შესრულდება. ავიარეისებს AK-Air Georgia შეასრულებს.
ავიაბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარია. 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება. 3 წლამდე ჩვილებისთვის კი მგზავრობა უფასოა. ავიაბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს https://ticket.vanillasky.ge/en/tickets.