დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 11 მაისს მიიღეს.
მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებიც.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კვლავ ძალაში რჩება ე.წ. „კომენდანტის საათი“, რომლის დროსაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია.
ცნობისთვის: 11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.48%.
გადაადგილების შეზღუდვა შესაძლოა, მაისის ბოლოს შემსუბუქდეს