მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 12:00 საათზე ტურიზმის ინდუსტრია აქციას გამართვს - რას ითხოვს სექტორი

5f0dc6a45d394
ვიქტორია მღებრიშვილი
15.07.20 09:45
1135
დღეს, 12:00 საათზე, ტურიზმის და მომიჯნავე სექტორების წარმომადგენლები თბილისში, გაბრიაძის თეატრთან შეიკრიბებიან და მსვლელობით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გადავლენ, სადაც აქცია გაიმართება. ამის შესახებ BM.GE-ის ტურისტული კომპანია „ტრაფიკ თრეველის“ მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აქცია ტურიზმისა და მომიჯნავე სექტორების წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით იმართება, შესაბამისად, ადგილზე იქნებიან როგორც გიდები,  ტურისტული და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები - მხატვრები, ღვინის მაღაზიების და მარნების წარმომადგენლები.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა რჩება იგივე - აღდგეს რეგულარული ფრენები; მოიხსნას 2-კვირიანი კარანტინი და ეს აღდგენა შეეხოს იმ ქვეყნებს, სადაც არის COVID-ის მხრივ კარგი მდგომარეობაა, საუბარია, ძირითად ევროკავშირის ქვეყნებზე“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები