მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს 5 კოვიდ-გამოჯანმრთელებული მიდის კლინიკიდან - ლევან რატიანი

5ea3ef93519ff
ვიქტორია მღებრიშვილი
25.04.20 12:10
1065
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, დღეს ისინი ელოდებიან, რომ მათი კლინიკიდან ჯამში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 16 პაციენტი გაეწერება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან რატიანმა საზოგადოებას ამ დროისთვის კლინკაში პაციენტთა რაოდენობისა და მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 112 პაცინეტი გვყვავს, აქედან რეანიმაციულ განყოფილებაში ისევ გვიწევს 8 პაციენტი: 3 პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, 5-ის მდგომარეობა ამ ეტაპამდე რჩება დადებითი დინამიკით, კლინიკური მახასიათებლებით. დამატებით არცერთი პაციენტი არ დამძიმებულა. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური.

44 პაციენტი გვყვავს კოვიდ-ინფიცირებული მწვავე პნევმონიით, მაგრამ უარყოფითი დინამიკის გარეშე.

გუშინ მივიღე 7 ახალი პაციენტი, რომელთანაც ამ ეტაპამდე არ დასტურდება არც ერთთან არანაირი გართულება, მხოლოდ და მხოლოდ აქვთ ზედა სასუნთქი გზების სიმპტომური გამოვლინება.

რაც შეეხება გაგზავნილ ანალიზებს, ყველა პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ამ ეტაპზე 5 პაციენტი მიდის კლინიკიდან კოვიდ-ვირუსის გარეშე. ველოდებით 11 პაციენტის ანალიზზე პასუხებს, იმედი მაქვს, რომ 11-ვე მოვა უარყოფითი და დღის განმავლობაში 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას.

ჩვენ იმიტომ გვყვავს 112 პაციენტი, რომ ვღებულობთ ორსულთა პათოლოგიას, ანუ ცხელებით, იტესტებიან და ყველა ტესტი არის უარყოფითი, მაგრამ ორსულები საჭიროებენ მკურნალობას სტაციონარულ პირობებში და ამიტომაც აგრძელებენ ჩვენთან მკურნალობას", - განაცხადა ლევან რატიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები