13 იანვრიდან, "გუდაურას" ტრასა სასრიალოდ იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტოს კუთვნილებაში არსებული M.T.A Gudauri ავრცელებს.
მათი ცნობით, დილის 10:00 საათიდან, სრიალი "სნოუპარკისა" და "გუდაურას" ტრასებზე იქნება შესაძლებელი.
"ბოლო დღეების განმავლობაში, ხელოვნური გათოვლიანების სისტემისა და ჩვენი გუნდის უწყვეტი, 24-საათიანი მუშაობით, შევძელით თოვლის დაგროვება "გუდაურას" სასრიალო გზაზე. დილიდან, 10:00 საათიდან, სრიალს შეძლებთ "სნოუპარკისა" და "გუდაურას" ტრასებზე.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ სრიალი დაშვებულია მხოლოდ ჩვენ მიერ მარკირებულ და დატკეპნილ ტრასებზე. თქვენივე უსაფრთხოებისთვის, ნუ ისრიალებთ შემოსაზღვრული არეალის მიღმა", - ნათქვამია M.T.A Gudauri-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.