დღეს საქართველოს პარლამენტში ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმენენ.
ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგება.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ უნდა მისულიყო, თუმცა ეკატერინე ტიკარაძემ მოსმენის გადადება ითხოვა.