დღეს, 17 ნოემბერს DataFest Tbilisi - მონაცემთა საერთაშორისო ინგლისურენოვანი ფესტივალი გაიხსნა. ის ყოველწლიური ღონისძიებაა და წელს უკვე მეექვსედ ტარდება.
ფესტივალის ფარგლებში Rooms Hotel Tbilisi-ში 5 თემის გარშემო ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი იკრიბება.
DATAFest-ს წელს ფონდი Kettari შეუერთდა. ის ფესტივალის მთავარი პარტნიორია. ფონდის განვითარების დირექტორი სერგი გვარჯალაძე პანელურ დისკუსიასა და ჟიურიში მონაწილეობს. Kettari გამორჩეულ სტარტაპებს პრიზებით დააჯილდოებს.