მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იხსნება

640dd5718c2fd
BM.GE
13.03.23 10:00
569
13-17 მარტს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება.

ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"ღონისძიებების ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები, სექტორულად - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებს და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ.

კვირეულის ფარგლებში, პირველი შეხვედრა - საუნივერსიტეტო მიღება სტუდენტებთან 13 მარტს, 12 საათზე, თბილისის საკრებულოს დარბაზში გაიმართება, სადაც სიტყვით გამოვლენ: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე; კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე; სემეკის წევრი, მაია მელიქიძე; კომუნიკაციების კომისიის წევრი, ვახტანგ აბაშიძე; ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე, ეკატერინე წერეთელი; სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი და სხვადასხვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები.

სტუდენტების ხელშეწყობის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება-დასაქმების მიზნით, კვირეულის ფარგლებში, პროექტი “დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“ განხორციელდა. ღონისძიებაზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე პროექტში გამარჯვებულ სამ სტუდენტს დაასახელებს, რომლებიც, სამომავლო დასაქმების მიზნით, სტაჟირებას კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში გაივლიან.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებული შემდეგი აქტივობები:

- 15 მარტი, 12 საათი, სასტუმრო „ბილტმორი“, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, კვირეულის გახსნის ღონისძიება.

- 17 მარტი, 11:00 საათი, ქ. ბათუმი, სასტუმრო „ჰილტონი“ კვირეულის დახურვის ღონისძიება - შეხვედრა
მომხმარებლებთან და ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

13-17 მარტს, კვირეულის ფარგლებში, მონაწილეობას იღებენ - საპარლამენტო გუნდის, ადგილობრივი და საერთაშორისო კოლეგა უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეებს ონლაინ მიმართავს ტერეზა მორეირა - UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; გოდა ალექსაიტე - ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელი და ნერინგა ულბაიტე - მომხმარებელთა დაცვის ექსპერტი.

შეხვედრები - პანელური დისკუსიის, პრეზენტაციების წარდგენის ფორმატში გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია, ცნობიერების ამაღლება და მომხმარებლის უფლებების დაცვის ხარისხის გაძლიერება საქართველოში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები