მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმი 2022“ იმართება

62b022f1e145e
BM.GE
21.06.22 09:45
714
2022 წლის 21 ივნისს, ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველად გაიმართება „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022“.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ და პანელურ დისკუსიაში ჩაერთვებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, კერძო სექტორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სპეციალურად მოწყობილი სივრცე დაეთმობა პირისპირ შეხვედრებს (B2B) ფორუმის მონაწილეებს შორის. ასევე, პარალელურად მოეწყობა წარმატებული ევროპული კომპანიების პროდუქციის გამოფენა.

როგორც bm.ge-ს ასოციაციიდან აცნობეს, ფორუმის ფარგლებში გაიმართება ევროპული ბიზნეს გარემოს კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადდა, კვლევაში თავმოყრილია ქვეყნის განვითარების სამომავლო ნაბიჯები და შეფასებულია რეფორმები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლების პერსპექტივიდან. გარდა ამისა, მოხდება ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის კონცეფციის წარდგენა, რომელიც ქმნის უნიკალურ მექანიზმს ბიზნეს გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

ღონისძიება იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინეტერსების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები