დღეს საქსტატი ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას წარადგენს. კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.
საუბარია 2022 წლის სექტემბრის წინასწარ შეფასებაზე.
ბრიფინგი 11:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ საქსტატი დღესვე გამოაქვეყნებს შემდეგ მონაცემებს:
- ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2022 წლის იანვარი-სექტემბერი)
- ინფორმაცია დასრულებულ მშენებლობებზე (2022 წლის იანვარი-სექტემბერი)
- სტატისტიკური პუბლიკაცია „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2021“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)
- სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2022 წლის სექტემბერი)
- სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები (2021 წელი)
- დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით (2021 წელი).