მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, სოციალური საწარმო „ბაბალე“ საშობაო ბაზრობაზე ახალ პროდუქტს წარადგენს

63a559c2cb1a1
BM.GE
24.12.22 09:00
620
სოციალური საწარმო „ბაბალე“ სასტუმრო რუმსის „გარდენ ჰოლში“ საშობაო ბაზრობას მართავს, სადაც ახალ პროდუქტს წარადგენს. საშობაო ბაზრობა სტუმრებს 24 დეკემბერს, სასტუმრო რუმსის „გარდენ ჰოლში“ 16:00 საათიდან მიიღებს.

„ბაზრობაზე გაიყიდება ხელნაკეთი ნივთები, ნაძვის ხის სათამაშოები და „ბაბალეს“ ახალი პროდუქტი, სამზარეულოს აქსესუარები - მაგიდის გადასაფარებელი, წინსაფარი, ცხელის ასაღები.

ახალი პროდუქციის დიზაინი ქართული ეროვნული მემკვიდრეობის და დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატების ინსპირაციითაა შექმნილი.

ბაბალეს სამზარეულოს აქსესუარების ხაზი ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა“, - აღნიშნავენ „ბაბალეში“.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მსვლელობისას გაიმართება ვორკშოპები, სადაც მსურველები სახლში თავისივე მოხატული ნივთები წაღებას შეძლებენ. ამასთან, მოეწყობა ბაბალეს წინსაფრების ჩვენებაც, რომელსაც დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები წარმოადგენენ.

ცნობისთვის: „სოციალური საწარმო ბაბალე“ „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მიერაა დაფუძნებული, რომლის მიზანიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობაა.

„ბაბალე“ 2 სივრცეს აერთიანებს - შემოქმედებით სახელოსნოს, სადაც დსმ ახალგაზრდები სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით იღებენ განათლებას, საქმდებიან, ქმნიან პროდუქციას და სალონს - სადაც გამოიფინება და იყიდება ნამუშევრები.

სოციალურ საწარმოში მზადდება ხის, კერამიკისა და ტექსტილის როგორც დეკორატიული, ისე გამოყენებითი ნივთები: ხის ზარდახშები, საკანცელარიო ნივთები, ჩანთები, აქსესუარები, სხვადასხვა ფიგურები, სადღესასწაულო ნივთები, მაგ.: ნაძვის ხეები, ანგელოზები და სხვა სახის პრაქტიკული თუ დეკორატიული ნაკეთობები. ბაბალეს აქვს ონლაინ მაღაზია www.babale.ge რომელიც აქტიურად მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები