მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეში 1500-1200 მომხმარებელი გვყავდა" - როგორ აფასებენ ლომბარდები შეზღუდვებს

5e8453ecbb91c
ვიქტორია მღებრიშვილი
02.04.20 16:38
2802
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების ფარგლებში 31 მარტიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სებ-მა ქვეყნის მასშტაბით დროებით შეაჩერა სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მუშაობა.

BM.GE-ისთან საუბრისას ლომბარდების „სოფტ ლოუნისა“ და „სწრაფი კრედიტის“ ხელმძღვანელი ვახტანგ გრიგალაშვილი მარეგულირებლის ამ გადაწყვეტილებას ვირუსის გავრცელების საწინააღმდგებოდ მოსახლების უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე დადებითად აფასებს.

„ჩვენ ყველაზე კარგად ვუყურებდით საზოგადოების მოძრაობას და ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ის იმდენად დიდი იყო, რომ მოსახლეობა არ იყო უსაფრთხოდ. დღის განმავლობაში ოფისში, დაახლოებით, 1500-2000 მომხმარებელს ვიღებდით, რთულია მაინც ამის კონტროლი და მარეგულირებელი ამ მდგომარეობამ მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე; შესაბამისად, ჩვენ დავხურეთ ოფისები და ონლაინ მომსახურებაზე გადავედით.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე ქვეყნისთვის მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, მით უმეტეს როდესაც ეს ფინანსურ სექტორს ეხება, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის ჯანმრთელობა უპირველესია, შემიძლია ეს გადაწყვეტილება გავამართლო. ალბათ კარგია მყისიერი ზომების მიღება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სწრაფად დასრულდეს“, - განაცხადა ვახტანგ გრიგალაშვილმა.

მისი თქმით, ამ პროცესს თავისი გამოწვევები ახლავს, თუმცა ყველაფერი ობიექტური გარემოებებით არის განპირობებული და „სოფტ ლოუნი“ და „სწრაფი კრედიტი“ თავის მომხმარებელს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს.

„ჩვენ ვახდენთ სესხების გაცემას ოქროსა და ბრილიანტის უზრუნველყოფით, შესაბამისად, პირი, რომელიც კრედიტორის მიმართ ვალდებულელბას ფარავს, მის უზრუნველყოფასაც იბრუნებს უკან, რაც დისტანციურად ფიზიკურად შეუძლებელია. დისტანციურად მხოლოდ ფინანსურ ოპერაციებს ვასრულებთ და უზრუნველყოფის დაბრუნება მოხდება მას შემდეგ, როდესაც ოფისების გახსნის შესაძლებლობა მოგვეცემა. ეროვნული ბანკი ჩვენს პროცესებში არის მთლიანად ჩართული, არანაირი სხვა გარემოება არ არსებობს, ეს მოხდა მხოლოდ პრევენციის მიზნით.

ჩვენ მანამდეც გვქონდა ონლაინ მომსახურება, თუმცა უფრო დაბალი მასშტაბებით და მოთხოვნაც ნაკლები იყო, ახლა უფრო მეტად დაიხვეწა და გააქტიურდა; თუ ადრე მხოლოდ ონლაინ ბანკინგით ხდებოდა ფინანსური ოპერაციები, ახლა აპარატების საშუალებითაც შეიძლება და ცხელი ხაზის საშუალებით ვეხმარებით, რომ ეს ყველაფერი იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლისთვის“, - ამბობს ლომბარდების ხელმძვანელი.

ვახტანგ გრიგალაშვილის თქმით, კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს თანამშრომლები.

ჩვენ ვინარჩუნებთ თანამშრომლებსაც, სანამ ვართ აქტიურები ვეცდებით უხელფასოდ არ დავტოვოთ ისინი. ჩვენ ვერ ვპროგნოზირებთ იგივე დისტანციური მომსახურებით როგორ იფუნქციონირებს კომპანია, რა შემოსავლებს მიიღებს, რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა. ჩვენ სესხი გაცემის სუბიექტის გარდა სავალუტო მომსახურებაც გვაქვს, რომელთა ნაწილში კომპანიის შემოსავლები განულდა. კომპანიამ უკვე სერიოზული ფინანსური დანაკლისი მიიღო და ამიტომ ვუსვამ ხაზს - მომდევნო პერიოდი განსაზღვრავს ჩვენი თანამშრომლების ფინანსურ უზრუნველყოფას და კომპანიის მდგრადობას“, - განმარტავს „სოფტ ლოუნისა“ და სწრაფი კრედიტის“ ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები