მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღის გარიგება: NASDAQ-მა $10.5 მილიარდად ფინტექ კომპანია ADENZA იყიდა

6488407a2c98a
გიორგი თოლორდავა
13.06.23 22:12
1255
მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი საფონდო ბირჟის ოპერატორმა, Nasdaq-მა 10 მილიარდ 500 მილიონ დოლარად ფინტექ პლატფორმა Adenza-ს შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

Adenza-ს დანიშნულება ტრეიდინგ პლატფორმებისა და საფინანსო პროგრამების შექმნაა, რომელთაც მსოფლიოს წამყვანი საფონდო ბირჟები, საინვესტიციო ბანკები და ბროკერები იყენებენ.

Nasdaq-ის ხელმძღვანელობის განმარტებით, Adenza-ს შესყიდვით უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟა დამატებით უპირატესობას მიიღებს, თანაც Nasdaq-ის კლიენტებს ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტებით სარგებლობის შესაძლებლობაც ექნებათ.

ინვესტორების შეფასებით, Adenza საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ტექნოლოგიური კომპანიაა, თუმცა მასში 10.5 მილიარდი დოლარის გადახდა გონივრულ ნაბიჯად არ უნდა ჩაითვალოს. სწორედ ამ ამბის გავრცელების შემდეგ, კომპანია Nasdaq-ის კაპიტალიზაცია 10%-ით დაეცა, რაც ინვესტორების ნეგატიური განწყობის მაუწყებელი იყო.

თავად Nasdaq-ის წარმომადგენლობა ამტკიცებს, რომ Adenza-ში სამართლიანი ფასია გადახდილი და საშუალოვადიან პერსპექტივაში საფონდო ბირჟა ამ ინვესტიციით დიდ სარგებელს მიიღებს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები