დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, სახმელეთო საზღვრების გახსნის შემთხვევაში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში გასათვალისწინებელია.
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ, ამირან გამყრელიძემ განმარტა:
„საკითხის რამდენიმე განხილვა იყო, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ალბათ საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება, დღის წესრიგში დადგება. სახმელეთო საზღვრებიდან შემოსვლა ზოგადად უფრო მეტია ხოლმე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც გარშემო გვყავს. აქედან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იყოს ეპიდსიტუაცია ჩვენთან და ირგვლივაც. უცებ ყველაფრის გახსნა არ შეიძლება...“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.