მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ დიღომს ახალი პარკი აქვს - გამგეობას მისი მოწყობა 2 მლნ ლარი დაუჯდა

62c85e8de31cd
BM.GE
08.07.22 20:40
3497
საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობა დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 14 700 კვ.მ ფართობზე ჩატარდა.

მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე ტერიტორია, სადაც ძველი სპორტული მოედანი არსებობდა, გასხვისებული იყო და რამდენიმე მესაკუთრე ჰყავდა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა მოხდა და ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა.

„დიდ დიღომში კიდევ ერთი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ აქ პარკი გაშენებულიყო. ადრე არსებობდა სტადიონი, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა და წლების წინ ტერიტორია სამშენებლო სამუშაოებისთვის გასხვისდა. რომ არა ჩვენი ჩარევა და გადაწყვეტილება, რომ ეს ტერიტორია ადგილობრივ მოსახლეობას დაბრუნებოდა, ალბათ აქ კორპუსები იქნებოდა. ძალიან მიხარია, რომ დედაქალაქს 14 000 კვ.მეტრზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. დიდი დიღმის მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. გახსოვთ, თუ რა ვითარება იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე და როგორი სილამაზეა დღეს, სადაც ყველაფერია წარმოდგენილი - ატრაქციონები, ამფითეატრი, ხე-მცენარეები. ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ აქ მოსულმა ადამიანებმა განიტვირთონ და გაერთონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, ველობილიკი, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, ლედ განათების სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, რომელიც მოიცავდა სარწყავი სისტემის მოწყობას, რულონური ბალახის დაგებასა და სხვადასხვა სახეობის 735 ძირი ხე-მცენარის დარგვას.

აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობამ განახორციელა, რომლის ღირებულებაც 2 000 000 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები