დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია.
როგორც BM.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მომხდარის მიზეზებსა და დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებენ.
„გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით. დაშავებულია სამი ადამიანი“, - განმარტავენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.
"დიღომი გაზში" კი აცხადებენ, რომ ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, ერთი თვის წინ ჩაბარდა და გაყვანილობები სრულად გამართული იყო. მათივე ინფორმაციით, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ. კომპანიაში აფეთქების მიზეზებს ვერ ასახელებენ და ამბობენ, რომ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.