მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა II კვარტალში შემცირდა

62f5feb3d6abe
გიორგი თოლორდავა
12.08.22 12:37
1133
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა მოსალოდნელზე ნაკლებად, 0.1%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში დიდი ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 0.8%-ით გაიზარდა.

ინგლისის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ინფლაცია მაქსიმალურ 13%-იან ნიშნულს, სავარაუდოდ, ოქტომბერში მიაღწევს, წლის მეოთხე კვარტლიდან კი ქვეყნის მასშტაბით რეცესია განვითარდება, რომელიც რამდენიმე კვარტლის განმავლობაში გაგრძელდება.

„გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ნელდება, რაც რამდენიმე ძირითადი გამოწვევითაა განპირობებული, მათ შორისაა: მაღალი ინფლაციის დონე, შემოსავლების შემცირება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა“, - განაცხადა HSBC-ის მაკრო და საინვესტიციო სტრატეგოსმა ჰუსეინ მეჰდიმ.

ინფლაციის მოსათოკად ინგლისის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას გეგმავს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კიდევ უფრო მეტად შეანელებს ეკონომიკას, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას რეცესიამდე მიიყვანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები