ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ ზამთრის ტურისტულის სეზონის ჩატარებაში, ხელი არ შეეშლებათ. ამის შესახებ მან საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედევად რეგულაციების გამკაცრებას არ აპირებს, რადგან მთავარი იარაღი ამ პროცესის სამართავად ვაქცინაციაა. თუმცა ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებით ვერ ამბობს, ემუქრება თუ არა საფრთხე ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნას.
„რეგულაციების მხრივ გამკაცრება ამ ეტაპზე არ განიხილება. რადგან ჩვენი მთავარი მიმართულება დაჩქარებული ვაქცინაციაა და ვაქცინაციის წარმატებასა და ტემპის გაზრდაა. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
მიუხედავად პანდემიისა მოვახერხეთ და საკმაოდ წარმატებით ჩავატარეთ ზაფხულის სეზონი. დიდი იმედი მაქვს, ზამთრის ტურისტული სეზონის ჩატარებაში ხელი არ შეგვეშლება. მთავარი აქ ვაქცინაცია იქნება. თქვენ იცით, რომ ვაკონტროლებთ, რომ ჩამოსული სტუმრები - ტურისტები ვაქცინირებულები იყვნენ და პისიარ ტესტებს ვთხოვთ. ასეთი კონტროლის მექანიზმების თანხლებით, ალბათ, შესაძლებელი იქნება ჩავატაროთ ზამთრის სეზონი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.