მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი შემოტანის მცდელობა აღვკვეთეთ - შემოსავლების სამსახური

საბაჟო პუნქტი

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, და ,,ვალე“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 45 445 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს",- აცხადებენ უწყებაში.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჩამოერთვათ საქონელი და 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდათ. 8 მოქალაქეს კი ვინაიდან განმეორებითი ქმედება იყო, 3000 ლარის ჯარიმა დაეკისრათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები