ენერგეტიკული კომპანია “ბემონის” მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა მიიჩნევს, რომ დიდი ჰიდროსადგურების მშენებლობის გარეშე, საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ვერ გახდება. ამ საკითხზე მან BMGtv-ის გადაცემა ანალიტიკაში ისაუბრა.
ის თვლის, რომ ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოების ამოცანები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გადაწყვეტილი თუ მცირე პროექტებთან ერთად, მასშტაბური პროექტები განხორციელდება.
“დიდი პროექტების გამორიცხვით, მცირე პროექტების განხორციელებას მივიღებთ, რომელიც ინვესტორისთვის ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მცირე პროექტებით რომელიმე ქვეყანაში ელექტროენერგიის ექსპორტი შეუძლებელია. პირიქით საქართველოზე გამავალ ელექტროენერგიაზე ვიქნებით დამოკიდებულნი და იქიდან თუ მივიღებთ რამეს შეღავათიან ფასში. ისევე როგორც გაზს ვიღებთ შეღავათიან ფასად. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ბუნებრივი აირის ტრანზიტში, საქართველო გაზს ძალიან შეღავათიანი ფასით ღებულობს და ეს დიდი მიღწევაა, რაც თავის დროზე გაკეთდა არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. დიდი პროექტის შემთხვევა ისეა მაგალითად, გქონდეთ დიდი ბიზნესის წარმოების საშუალება და თქვა, რომ არა წარმატებულ ბიზნეს არ ვაწარმოებ და პატარა ბიზნეს გავაკეთებ გასართობად, თუმცა ცხადია ეს გართობა არ არის. აქედან გამომდინარე, ჩემი პასუხია - აუცილებელია პატარა, საშუალო, დიდი და გიგანტური სადგურების პროექტების განხორციელება, რომელთა უკან უნდა იყოს სწორი საინჟინრო გადაწყვეტილება და ისინი მოსახლებისთვის ასხნილი უნდა იყოს”, - აცხადებს მირცხულავა “ანალიტიკაში”.