მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Disney+ ევროპულ ქვეყნებშიც ხელმისაწვდომი გახება

5e2981a7df9c5
ნათია თაქთაქიშვილი
23.01.20 19:40
775
Disney-ის სტრიმინგ სერვისი Disney+ ლონდონის ქსელში 24 მარტიდან გაეშვება, ერთი კვირით ადრე ვიდრე კომპანია გეგმავდა. სერვისის ღირებულება თვეში 5.99 ფუნტი სტერლინგი იქნება (ან 59.99 ფუნტი სტერლინგი წლიურად). ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბრიტანეთის გარდა, სტრიმინგ სერვისი Disney+  სხვა დანარჩენი ევროპული ქვეყნებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება, ესენია: ირლანდია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ავსტრია და შვეიცარია. აღსანიშნავია, რომ სტრიმინგ სერვისი სატესტო რეჟიმში მუშაობს ნიდერლანდებში.

Disney+ აპლიკაცია, რომელიც ნოემბერში გაეშვა კანადასა და აშშ-ში, მომხმარებელში დიდი პოპულარულობით სარგებლობს და ბოლო პერიოდების ყველაზე მეტად ჩამოტვირთვადი აპლიკაციაა. აშშ-ში სერვისის ღირებულება თვეში $6.99 (£5.36) შადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები