Disney-ის ონლაინ სტრიმინგ-სერვისი "Disney+" აბონენტების რეკორდული ზრდის შესახებ აცხადებს. აბონენტების რაოდენობამ 30 მილიონს მიაღწია, მაშინ როცა აღნიშნული სერვისი ბაზარზე მხოლოდ გასული წლის ნოემბრიდან არის ხელმისაწვდომი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კომპანია აღნიშნავს, რომ პირველ კვარტალში 26.5 მილიონი აბონენტის მოზიდვა შეძლო, როგორც ისინი აცხადებენ, მათი რიცხვიდაახლოებით 2025 წლისთვის 60-90 მილიონამდე გაიზრდება. აბონენტების ასეთი დაინტერესება კომპანიის საინტერესო კონტენტით და ხელმისაწვდომი ფასით აიხსნება (თვეში $6.99) .
„Disney+"-მა ჩვენი იმედების გამართლება შეძლო, იმ მაჩვენებლებით, რაც პირველ კვარტალში დაფიქსირდა. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს თანამშომელს გაწეული სამსახურისთვის და ვფიქრობ, რომ კომპანია სწორად გაყვება იმ დინამიკას, რომელიც დღეს მედიაშია“, - განაცხადა ბობ იგერმა, Disney-ის აღმასრულებლმა დირექტორმა.
კომპანია შემოსავლების 36%-იან ზრდაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ Disney-ის შემოსავალმა გასულ წელს მთლიანობაში 20.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.