მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Disney-ი პანდემიის გამო ტოპ-მენეჯერებს ბონუსებს არ გადაუხდის

60083de8601f0
ნათია თაქთაქიშვილი
20.01.21 20:30
745
კომპანია Walt Disney Co პანდემიის გამო ტოპ-მენეჯერებს, მათ შორის Disney-ის აღმასრულებელ დირექტორ ბობ აიგერს, ბონუსებს არ გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Walt Disney Co ამ ნაბიჯით გეგმავს კორონავირუსისგან გამოწვეული ზარალის შემცირებას.

პანდემიამ დიდი დარტყმა მაიაყენა Disney-ის თემატურ პარკებს და კინოსტუდიების ბიზნესს, თემატური პარეკბის უმრავლესობა დღემდე დაკეტილია. თუმცა აღსანიშნავია, რომ „ლოქდაუნის“ გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა Disney-ის ონლაინ სტრიმინგ-სერვისი 'Disney+' აბონენტთა რაოდენობა.

Disney-ის აღმასრულებელ დირექტორმა ბობ აიგერმა გასულ წელს 21 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო, მაშინ როდესაც მისი ანაზღაურება 2019 წელს 47.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები