მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Disney სამსახურიდან 7,000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

63e4a35ee0119
გიორგი თოლორდავა
09.02.23 12:00
1268
სატელევიზიო ინდუსტრიის გიგანტი, Disney სამსახურიდან 7,000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ბობ აიგერის განცხადებით, არადამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგების ფონზე, Disney რესტრუქტურიზაციის ახალ სტრატეგიაზე გადადის, რომელიც ხარჯების 5.5 მილიარდი დოლარით შემცირებას მოიაზრებს.

ხარჯები შემცირდება როგორც სტრიმინგ-პლატფორმის, ასევე სატელევიზიო ქსელების - ESPN-ისა და Plus-ის მიმართულებით.

7,000 თანამშრომელი Disney-ს გლობალური სამუშაო ძალის მხოლოდ 3%-ია. აღსანიშნავია, რომ ხარჯების შემცირების სიახლე ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს, ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 5.5%-ით გაიზარდა.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები