მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Disney სტრიმინგ სერვისებზე მომხმარებლის რაოდენობის ზრდას პროგნოზირებს

627caea552748
თათია კაკიაშვილი
12.05.22 22:21
1082
Disney სტრიმინგ სერვისების მომხმარებელთა რაოდენობის მოსალოდნელზე მეტად ზრდას პროგნოზირებს.  BBC-ის ინფორმაციით, 2022 წლის მარტის ჩათვლით, ფლაგმანური Disney+-ის ონლაინ ვიდეო პლატფორმები 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა. როგორც Disney-ში აცხადებენ, პანდემიის ამ ეტაპზე, როცა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდა, დისნეილენდების და პარკების ბიზნესიც უკეთეს მდგომარეობაშია.

საგულისხმოა, რომ Disney მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა, რაც გასულ თვეში Netflix-მა აბონენტების შემცირების შესახებ განაცხადა. ეს უკანასკნელი, რომელიც სტრიმინგის ადრეული პიონერია, ამბობს, რომ ახალი წევრების დარეგისტრირების პროცესი შენელებულია, მიზეზი კი ისაა, რომ ინდუსტრია დღითიდღე მრავალფეროვანი და მეტად კონკურენტუნარიანი ხდება.

ანალიტიკოსების თქმით, ამ ფაქტორების გარდა, ბოლო დროს სტრიმინგ სერვისებზე მომხმარებლების მოთხოვნის შემცირება შეინიშნება. თუმცა, ამის მიუხედავად, Disney-ში აცხადებენ, რომ სტრიმინგ სერვისებში დიდი მოცულობის ინვესტიციები ჩაიდო, რადგან ეს მიმართულება Disney-სთვის მიიჩნევა, როგორც „ბიზნესის მომავლის გასაღები“.

„ფილმებზე დასწრება იკლებს და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ტრადიციულ ტელევიზიას“, - აცხადებენ Disney-ში.

2019 წლის შემდეგ, Disney+-ის აბონენტების რაოდენობამ თითქმის 138 მილიონს მიაღწია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ისეთი ჰიტებია, როგორებიცაა Marvel-ის "მთვარის რაინდი" და Pixar-ის ფილმი "Turning Red". კომპანია ინდოეთში ასევე ფლობს Hulu-ს, ESPN-სა და Hotstar-ს. სწორედ ამიტომ, Disney-ის აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აბონენტების ზრდა იმაზე ძლიერი იყო, ვიდრე ისინი ელოდნენ. თუმცა, მათივე თქმით, ეს ტენდენცია მომდევნო თვეებში შეიძლება შენელდეს, რადგან ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა პოლონეთი, სიტუაცია ნაკლებ სტაბილური ხდება, მიზეზი - საზოგადოების განწყობებზე უკრაინის ომი გავლენაა.

რაც შეეხება Disney-ის მთლიან შემოსავალს, 2022 წლის იანვარ-მარტში, წინა წელთან შედარებით ის 23%-ით 19,25 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა გასართობი პარკის ბიზნესის მეშვეობით, რომლის შემოსავალიც ამ დროისთვის გაორმაგებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები