Wall Street-ის ანალიტიკოსების მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ "Disney+" აბონენტების რიცხვი რეკორდული მაჩვენებლებით იზრდება.
როგორც ისინი აღნიშნავენ, "Disney+"-ის ასეთი პოპულარულობა შეღავათიანმა სამომხმარებლო ფასებმა განაპირობა. აღმოჩნდა, რომ კომპანია მარტივად უწევს კონკურენციას Netflix-საც კი, იმ კონტენტით, რომელსაც აბონენტებს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას პირველივე დღიდან 10 მილიონამდე გამომწერი უფიქსირდება და როგორც Google-ი აცხადებს, "Disney+" ყველაზე ხშირად მოძებნადი პროდუქტია Google-ში 2019 წელს.
როგორც CNBC წერს, არანაკლებ მოთხოვნადია "Disney+"-ის აპლიკაცია Apple-ის და Google-ის APP Store-ში. კომპანია Apptopia აცახადებს, რომ 22 მილიონჯერ იქნა ჩამოტვირთული აპლიკაცია მობილური მოწყობილობებით.
უნდა აღნიშნოს, რომ Netflix-ის აქციებზე ფასები თითქმის 2%-ით შემცირდა, მაშინ როცა Disney-ის აქციებზე ფასი 6%-ით გაიზარდა. ხოლო მოცემული პროგნოზებით, Netflix-ი სავარაუდოდ, 4 მილიონ აბონენტს დაკარგავს აშშ-ში, თუკი კომპანია ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს 9-16 დოლარის ფარგლებში შეინარჩუნებს.