მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიუსელდორფში ბარ „ღვინის ბიბლიოთეკის“ ფილიალის გახსნა იგეგმება

640196838a216
ნანუკა ნარიმანიძე
04.03.23 19:30
946
რესტორან SO RE Flingern-ის დამფუძნებელმა, ნათია ტორჩინავამ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ მალე გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ბარ "ღვინის ბიბლიოთეკის" დამფუძნებელთან ერთად მუშაობს ფილიალის გახსნაზე.

„დიუსელდორფში ხშირად იმართება მსოფლიო ღვინის გამოფენა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. წელს ჩვენც მივიღებთ ამაში მონაწილეობას. გამიჩნდა იდეა, ჩემს მეგობართან, ნაზიშკა ხვთისიაშვილთან ერთად გავაკეთე პატარა კონცეპტი, მას საქართველოში „ღვინის ბიბლიოთეკა“ აქვს, სწორედ აქედან გამოიგზავნა ღვინოები,რომელიც უკვე გზაშია და 19 მარტს ღვინის დეგუსტაციაზე წარვადგენთ“, - ამბობს ნათია ტორჩინავა.

ობიექტის გახსნის თარიღი უცნობია, - „ჯერჯერობით თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ გადავწყვიტე, რომ “ღვინის ბიბლიოთეკა“ უნდა გაიხსნას დიუსელდორფში, ზუსტად ვიცი, რომ ამას შევძლებთ“, - ამბობს ის.

აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ 19 მარტს SO RE Flingern-ში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართება, ღვინოები კი საქართველოდან, სწორედ „ღვინის ბიბლიოთეკიდან“ არის გაგზავნილი.

ცნობისთვის, SO RE Flingern ქართული რესტორანია დიუსელდორფში, რომელიც 9 თვეა ოპერირებს ბაზარზე, რესტორანში 16-მდე ადამიანია დასაქმებული, ჯგუფი შედგება ქართველებისგან, გერმანელებისგან და უკრაინელებისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები