მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დმიტრო კულებამ ბლინკენთან ერთად უკრაინის ხორბლის ექსპორტი განიხილა

6277ed16e98f7
BM.GE
08.05.22 20:11
869
Reuters-ის თანახმად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დღეს განაცხადა, რომ მან აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან განიხილა, როგორ შეიძლება განიბლოკოს უკრაინის სურსათის ექსპორტი, რათა გლობალური სასურსათო კრიზისი არ შეიქმნას. 

უკრაინა, მსოფლიოში მარცვლეულის და მცენარეული ზეთის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორა. უკრაინა მარცვლეულის უმეტესი ნაწილის ექსპორტს ახორციელებდა შავი ზღვის პორტებით, რომლებიც რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ დაბლოკილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები