მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დოგუნა” თბილისში ახალ ფილიალს გახსნის

დოგუნა

შინაური ცხოველების, ძაღლისა და კატის ხემსის კომპანია “დოგუნა” მიმდინარე წელს თბილისში ფილიალს გახსნის - ამის შესახებ ბრენდის თანადამფუძნებელმა ეკა ჩაგელიშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

“ახლო მომავალში მომხმარებელს ჩვენს ბრენდულ მაღაზიაში ვუმასპინძლებთ, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში თბილისში 50 000 ლარიანი ინვესტიციით ფილიალს გავხსნით. იმედს ვიტოვებთ, რომ 2024 წლისთვის საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გვექნება საშუალება გავხსნათ ფილიალები და მოვემსახუროთ მომხმარებელს, რადგან მოთხოვნა დიდია", - ამბობს ის.

ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მოთხოვნა მზარდია და ცნობადობა ყოველწლიურად იზრდება.

“ცნობადობა და ინტერესი ჩვენი პროდუქტის მიმართ ყოველწლიურად იზრდება, შარშანდელთან შედარებით, მიმდინარე წელს მოთხოვნა თითქმის გაორმაგებულია, გვინდა ეს დინამიკა შევინარჩუნოთ და ჩვენს მომხმარებელს  მომავალი წლისთვის უფრო ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ”, - დასძინა მან.

ეკა ჩაგელიშვილის თქმით, ბრენდი საჭირო ნედლეულს ქართული ხორცის დისტრიბუტორებისგან იძენს.

“ჩვენ მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებულ ხორცს ვიძენთ, პროდუქტი მხოლოდ პირველი კატეგორიის ხორცისგან მზადდება, ამასთან, პროდუქცია გადის ორი ტიპის თერმულ დამუშავებას, არ შეიცავს კონსერვანტებსა და დანამატებს, საჭირო ნედლეულს ადგილობრივი ყასაბებისგან ვიძენთ", - თქვა მან.

ცნობისთვის: “დოგუნა” ბაზარზე 2020 წელს 2000 ლარიანი ინვესტიციით შეიქმნა და ის 21 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, ბრენდის ქვეშ 7 ადამიანია დასაქმებული, აქედან უმრავლესობა ოჯახის წევრია. პროდუქციის შეძენა ამჯერად მხოლოდ ონლაინ პლატფორმებზეა შესაძლებელი.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები