მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია

63d7b83a5e741
თათია კაკიაშვილი
30.01.23 18:17
25296
„დღესაც ძლიერი დოლარის პერიოდში ვართ. თუმცა დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს,” - ამის შესახებ BMG-ის თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განუცხადა. მისივე თქმით, ე.წ. სუსტი დოლარის პერიოდი 2014 წელს დამთავრდა, რის გამოც იმავე პერიოდში ლარსაც „პრობლემები შეექმნა“.

“დოლარის კურსი არ არის დამოკიდებული მარტო იმაზე, რა ხდება ამერიკაში იმიტომ, რომ დოლარი ასრულებს ერთგვარ ოქროს ფუნქციას საერთაშორისო სარეზერვო ფონდებში, ვიდრე - ევრო. ამიტომ დოლარი მყარდება მაშინ, როცა ამერიკაში ყველაფერი კარგად არის და ასევე მაშინ, როცა დანარჩენ მსოფლიოშია ცუდად.

კოვიდის შემთხვევა რომ ავიღოთ, ამერიკაშიც რომ ცუდად იყო ყველაფერი და დანარჩენ მსოფლიოშიც, დოლარი მაინც გამყარდა, რატომ? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ამერიკა კი არ თამაშობს მთავარ როლს, არამედ ის, რომ თუ მსოფლიოში რისკიანი გარემოა, ეს იწვევს დოლარის გამყარებას,“ - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ცნობისთვის, 30 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6410 ლარი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები