Domino's Pizza-ს ფრენჩიზას მფლობელი რუსეთში, კომპანია DP Eurasia ბიზნესის გაკოტრების შესახებ აცხადებს. როგორც BBC წერს, კომპანია პიცერიების დახურვას აპირებს და წყვეტს პიცერიების ქსელის გაყიდვის მცდელობას რუსეთში.
შეგახსენებთ, 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი არაერთმა საერთაშორისო ბრენდმა და ბიზნესმა დატოვა, Domino's კი ქვეყანა არ დაუტოვებია, რის გამოც, ის არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი.
DP Eurasia რუსეთის მასშტაბით 171 პიცერიას ფლობს. როგორც ცნობილია, კომპანია რუსეთის ეკონომიკას წლიურად 738 მლნ დოლარით ავსებდა.