მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დრესაპ ჯგუფი“ ბათუმში 150 სამუშაო ადგილს ქმნის!

649ed0a9bc03e
BM.GE
30.06.23 16:52
627
„დრესაპ ჯგუფი“ დასაქმების კიდევ ერთ, ძალიან საინტერესო და უპრეცენდენტო კამპანიას იწყებს აჭარის რეგიონში და დაინტერესებულ პირებს, როგორც გამოცდილების გარეშე, ასევე - გამოცდილებით, ბაზარზე უკონკურენტო პირობებს სთავაზობს. დასაქმების კამპანიის მთავარი მიზანი ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების დაწესება და დასაქმების ბაზრის ხელშეწყობაა.

„ჩვენი კომპანია მუდმივი განვითარების პროცესშია და ბაზარზე ყოველთვის ქმნის მაღალი ღირებულების სტანდარტებს “Fashion Retail”-ის ინდუსტრიაში. ამჟამად ჩვენი ფოკუსი მიმართულია აჭარის რეგიონზე, სადაც „დრესაპ ჯგუფი“ გეგმავს 14 მაღაზიის გახსნას, სადაც წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი ბრენდები, რომლებსაც ექსკლუზიურად წარმოვადგენთ საქართველოში. ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს უპასუხოს ბაზრის გამოწვევებს და მათ შორის დასაქმებულთა მიმართულებით ყოველთვის გვაქვს სიახლეები, რისი მეშვეობითაც ვართ მოწინავეები ჩვენს სფეროში. მაგალითად, ამჟამად შევიმუშავეთ უკონკურენტო პირობები, რომლებსაც ვთავაზობთ კონკრეტულ პერიოდში დასაქმებულებს ბათუმში. დარწმუნებულები ვართ, არაერთ წარმატებულ და ლოიალურ თანამშრომელს შევიძენთ“ - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა მურვანიძემ.

კომპანია „დრესაპ ჯგუფი“ დასაქმების მსურველებს ბათუმში, „გრანდ მოლის“ სავაჭრო ცენტრში სთავაზობს დასაქმებას სხვადასხვა პოზიციაზე: კონსულტანტი, მოლარე, მენეჯერის ასისტენტი და მაღაზიის მენეჯერი.

პირობები, რომლებსაც კომპანია სთავაზობს ბათუმში დასაქმებულებს, შემდეგია:

• საშუალო თვიური ხელფასი 1300-დან 1500 ლარამდე კონსულტანტის პოზიციაზე;
• დამატებითი ბონუსი 1500 ლარის ოდენობით ივლისი-აგვისტოს თვეებში დასაქმებულებისთვის კონსულტანტის, მოლარის და ასისტენტის პოზიციებზე;
• დამატებითი ბონუსი 2 500 ლარის ოდენობით ივლისი-აგვისტოს თვეებში დასაქმებულებისთვის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე;
• „დრესაპის“ 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი დასაქმების 3 თვის თავზე ყველა პოზიციაზე დასაქმებულისთვის;
• კარიერული წინსვლის შესაძლებლობა უმოკლეს ვადებში;
• მოქნილი სამუშაო გარემო როგორც სრულ (კვირაში 5 დღე), ასევე, ნახევარ განაკვეთზე;
• სფეროს პროფესიონალების მიერ ჩატარებულ ტრენინგები და განვითარების შესაძლებლობები;
• ჯანსაღი სამუშაო გარემო, კორპორატიულ დაზღვევა, შიდა ფასდაკლება და სხვა მრავალი სარგებელი;
ამასთან, კომპანიაში მოქმედებს რეკომენდაციის გაწევის პროექტი "რეკომენდატორი", რომელიც თითოეულ თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას მისი რეკომენდირებული კანდიდატის დასაქმების შემთხვევაში, მიიღოს დამატებითი ბონუსი.

„დრესაპ ჯგუფი“ უკვე 29 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების სექტორში, მომხმარებელს მსოფლიოში აღიარებული ისეთი ბრენდების კოლექციებს სთავაზობს ექსკლუზიურად, როგორებიცაა - Levi’s, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Lacoste, Gant, Guess, Etam, Lee, Wrangler, Samsonite და სხვა. ბრენდებთან მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგად, დღეისათვის, კომპანია მართავს 60-ზე მეტ მონობრენდულ და მულტიბრენდულ მაღაზიას თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში. ასევე, კომპანია ავითარებს ელ-კომერციის მიმართულებას „Dressup.ge“-ის, რომელიც გამორჩეულ ონლაინ სამომხმარებლო გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები