მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DRG ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც თავისი პლუსები და მინუსები აქვს - დიმიტრი ჯორბენაძე

6259c026309f0
ალა ისპირიანი
16.04.22 00:33
1044
"ავერსის კლინიკის" დირექტორის, დიმიტრი ჯორბენაძის თქმით, DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფება) ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც თავისი პლუსები და მინუსები აქვს.

როგორც ჯორბენაძემ გადაცემა Forbes Health-ში განაცხადა, მთავარია საავადმყოფოს დაფინანსების მეთოდი სამართლიანი იყოს. 

„DRG არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც თავისი პლუსები და მინუსები აქვს. ამაზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მივიღეთ და გვქონდა საუბარი უკვე, მაგრამ ჯერ გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, ვინაიდან არ ვიცი რას ემყარება, რა ტარიფები იქნება და ა.შ ამიტომ ამ ეტაპზე შეფასებისგან თავს ვიკავებ. 

ჯანდაცვის სამინისტროს სრულად აქვს ინფორმაცია კლინიკებზე, კერძოდ, იმ ჩანაწერებზე რასაც ექიმი აკეთებს, ასევე დიაგნოსტიკურ კვლევებზე. სრული ინფორმაცია აქვს იმ ხარჯებზეც, რასაც ჩვენ ვწერთ პაციენტის მკურნალობის პროცესში, ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს ეს იქნება DRG ანაზღაურება სერვისის მიხედვით, თუ სხვა, მთავარია იყოს სამართლიანი და იმ რეალურ მონაცემებს ემყარებოდეს, რაც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა დიმიტრი ჯორბენაძემ. 

ცნობისთის, DRG (Diagnosis-Related Groups) იგივე დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფება, საავადმყოფოს დაფინანსების ერთ-ერთი მეთოდია.

სახელმწიფო კლინიკების დაფინანსების მოდელი ცვლის - რას გულისხმობს DRG?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები