მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დრონები, რომლებიც ხეებს რგავენ

BM.GE
16.05.22 08:26
291
კლიმატის ცვლილებასთან ერთად პრობლემაა ბიომრავალფეროვნების დაკარგვაც. ბევრი მეცნიერი ამას ბრძოლა გადარჩენისთვისასაც ეძახის. არ წყდება კამათი იმაზე თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ გლობალური დათბობის წინააღმდეგ. ერთ-ერთი საშუალება რითაც შეგვიძლია, რომ ბუნებას მოვუფრთხილდეთ, ეს ხეების დარგვაა. ხოდა არსებობს დრონები, რომლებიც გამწვანებას ძალიან მარტივად უზრუნველყოფს. 


დრონები ავსტრალიურმა სტარტაპმა AirSeed Technology-იმ შეიმუშავა. კომპანია და მისი ინოვაციური ტექნოლოგია რამდენიმე დღის წინ Euro Green News-ზე წარადგინეს. ახალი ტექნოლოგია მოიცავს ხელოვნურ ინტელექტსა და სპეციალურად შემუშავებულ სარგავ მასალას, რომელთა გასროლაც შესაძლებელია ციდან მიწაში. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი მეთოდი 25-ჯერ უფრო სწრაფია და 80 პროცენტით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე თესლის დარგვის ტრადიციული მეთოდოლოგიები.

დრონები, რომლებიც მიწის განაყოფიერებას ციდან ახდენენ ავტონომიურად მუშაობენ. ჯერ "დაზვერვითი" გაფრენა ხდება. ამის შემდეგ გროვდება მასალა და იწყება ზუსტი გეგმების გამოთვლა, რომლებსაც დრონები მიჰყვებიან. მას შემდეგ, რაც დარგვა მოხდება, მკვლევრები დრონებს უშუალოდ პროცესზე დასკვირვებლადაც იყენებენ. დროენბი აკვირდებიან ნერგს, რამდენად კარგად ვითარდება. კომპანიაშ ამბობენ, რომ "ეს ხელს უწყობს ზრდის ტემპების ზუსტ მონიტორინგსა და მისთვის ხელშეწყობას".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები