მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუბაის მმართველს სასამართლომ ყოფილი მეუღლისთვის $728 მლნ-ის გადახდა დააკისრა

61c2e0c8ba248
თათია კაკიაშვილი
23.12.21 00:00
481
დიდი ბრიტანეთის სასამართლომ დუბაის მმართველს - შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმს დაავალა ყოფილ მეუღლეს, პრინცესა ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინს 728 მილიონი დოლარი გადაუხადოს, რაც გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს მიერ აღრიცხული ერთ-ერთი ყველაზე ძვირაღ დირებული განქორწინებაა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული თანხა გამოიყენება პრინცესა ჰაიას უსაფრთხოების ხარჯების დასაფარად სიცოცხლის ბოლომდე, აგრეთვე წყვილის ორი შვილის - ალ ჯალილა ბინტ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის და შეიხ ზაიდ ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის მიმდინარე ხარჯების დასაფარად. ამასთან, დუბაის მმართველი ვალდებულია, მომდევნო სამი თვის განმავლობაში წინასწარ 333 მლნ აშშ დოლარი გადაიხადოს.

რაც შეეხება დარჩენილ თანხას, სასამართლოს დადგენილებით, შეიხ მუჰამედმა ორი - 9 და 14 წლის შვილის უსაფრთხოების წლიური ხარჯები სიცოცხლის ბოლომდე ან სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილების გამოცემამდე უნდა დაფაროს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შეიხის მიერ პრინცესა ჰაიას დაშინების გამო, მათ შორის ის პრინცესას და მის თანამშრომლებს თვალთვალით დაემუქრა და თქვა, რომ მას აქვს „უნარი, გამოიყენოს პეგასუსის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მხოლოდ მთავრობებისთვის არის ხელმისაწვდომი“.

საგულისხმოა, რომ შეიხი ყველა წაყენებულ ბრალდებას უარყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები