მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძაფების თამაშით დაწყებული Loop“ - იშვიათი და ორიგინალური სანათები / ქეთა ლომიძე ქალების ნარატივში

BM.GE
19.04.21 11:51
634

"Loop"-ის სანათები - პანდემიისას დაწყებული ბიზნესი - Forbes Woman Georgia-ს არტ რედაქტორი, ანტერპრენერი ქეთა ლომიძე „ქალების ნარატივში“

 

-როგორ გაჩნდა სანათების ბიზნესის დაწყების იდეა?

-იდეა დაიბადა პანდემიის პერიოდში, ცოტა ხნის წინ. ეს საქმე ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა. დიდ დროს ვატარებთ სახლში და მივხვდი, რომ დამეხმარებოდა ხელსაქმე, რომელიც ნერვიულ სისტემასაც ამშვიდეს, მით უმეტეს რომ ღამე კარგად არ მძინავს და ამ დროს შევუთავსე ეს პროცესი. სანათებს ხელით ვაკეთებ. ხელოსანმა გამიკეთა რამდენიმე ფორმა და დავიწყე მათზე ძაფებით „თამაში“. აღვნიშნავ, რომ სატესტო ვერსიები სულ გაიყიდა. ვფიქრობ, საინტერესო ნივთია, ინტერიერს ძალიან უხდება. 

 

-ანტერპრენერის ამპლუაში როგორ გრძნობთ თავს?

-ამ მხრივ, ჩემი პირველი ნაბიჯები ბრენდ „დარაიას“ უკავშირდება. შესაბამისად, ბიზნეს გეგმა, პროდუქტის ფრომოუშენი არაა ახალი, თუმცა იმის გათვალისწინებითაც, რომ სანათებს ჩემი ხელით ვაკეთებ, ასეთი მოწონება დაიმსახურა, ეს დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. მივხვდი, რომ ბევრი უნდა ვიმუშაო, საინტერესო ფორმები შევქმნა, ვმუშაობ სიახლეებზე. ვფიქრობ, ამ პროდუქტის პოზიციონირება შეიძლება როგორც B2B, ისე B2Cსეგმენტზე. სიახლეა ისიც, რომ “Loop”-ის პროდუქცია გაიყიდება თიბისი კონცეპტში მდებარე მაღაზიაში. ზოგადად, ხვალ რა იქნება, ისიც არ ვიცი, მაგრამ სამომავლოდ არაფერს გამოვრიცხავ, ვნახოთ, რა იქნება.

 

-მასალები მარტივად პოულობთ?

-ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე ვიძენ. ზოგადად, საქართველოში ბევრი რამის პოვნაა შესაძლებელი, თუ მოინდომებ, თუმცა, შეფუთვისთვისაც ბევრი ვიწვალე.

 

-რა არის ბრენდის ნიშა?  

-ვფიქრობ ის არის მარტივი და ფუნქციურად 2 დანიშნულება აქვს - განათება და დეკორატიულობა. მომხმარებელს მხოლოდ ნათურის დამატება სჭირდება. სანათის ამოტრიალებითა და დენის წყაროს შეძენის საშუალებით კი შეიძლება ჭაღის სახითაც გამოიყენონ. საფასო პოლიტიკა კი ლოიალურია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ხელნაკეთია და თანაც, მასალები ახლა უფრო ძვირია, ვიდრე, მაგალითად, 2 წლის წინ.  

 

-თქვენი გადმოსახედიდან, დღეს რა მთავარი გამოწვევის წინაშე არიან ქალები?

-ქალებს არ უყურებენ, როგორც თანასწორს, ეს პრობლემა მაინც დგას. შეიძლება ეს სირთულე არ იგრძნობოდეს ყველასთვის, მაგრამ პრობლემაა თუნდაც, რეგიონებში. ასევე, მაღალ პოზიციებზე ქალები არათანაბრად არიან წარმოდგენილნი.

 




სტუმარი: ქეთა ლომიძე – Forbes Woman Georgia-ს არტ რედაქტორი, ანტერპრენერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები