მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძიუდოს აკადემიამ მომსახურება ფედერაციაში დასაქმებული პირის, რამდენიმე დღის დაფუძნებული კომპანიიდან იყიდა - აუდიტი

625a86b0683e8
ელენე გოგბერაშვილი
16.04.22 13:42
1280
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ძიუდოს ეროვნული ფედერაციის 2018-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია, რომ ერთ-ერთი სპორტული ტურნირისთვის ინვენტარის გადაზიდვის მიზნით ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ დაფუძნებულ კომპანიას გაუფორმდა. დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ აღნიშნული კომპანია ფედერაციის პროექტის კოორდინატორს ეკუთვნოდა. ჯამში ორი წლის განმავლობაში ამ კომპანიამ 28 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები მიიღო.

"2018 წელს „თბილისის გრან-პრის“ საერთაშორისო ტურნირის ჩატარების მიზნით, ძიუდოს აკადემიიდან ოლიმპიურ სპორტის სასახლეში ტურნირისათვის საჭირო ინვენტარის გადაზიდვის მიზნით, 2018 წლის 20 მარტს 13,000 ლარის მომსახურებაზე ხელშეკრულება გაფორმდა ფედერაციის პროექტის კოორდინატორის მიერ რამდენიმე დღით ადრე დაფუძნებულ შპს-თან „მე ვარ ძიუდო“.

2019 წლის „თბილისის გრან-პრის“ საერთაშორისო ტურნირის ჩატარების მიზნით კი, ამავე კომპანიასთან, ამავე მარშრუტზე, ასევე ინვენტარის გადაზიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, გახარჯულია 15,000 ლარი"-წერს აუდიტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები