მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EasyJet-ის 9 მლნ მომხმარებელი კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა

5ec41a3f5e7c2
თამთა ჯიჯავაძე
19.05.20 21:39
1714
EasyJet-მა აღიარა, რომ კიბერთავდასხმის მსხვერპლი მისი 9 მლნ მომხმარებელი გახდა. კომპანიის ცნობით, ჰაკერებმა მოიპარეს ავიაკომპანიის მომხმარებლების ელექტრონული ფოსტის მისამართები და სამოგზაურო დეტალები. ასევე მათ 2 208 მომხმარებლის საკრედიტო ბარათების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა მოიპოვეს. მათ შორის CVV რიცხვებზეც.

ამის შესახებ ავიაკომპანიამ უკვე აცნობა დიდი ბრიტანეთის შესაბამის უწყებებს და გამოიძიება დაიწყო.

აღნიშნული კიბერშეტევის შესახებ EasyJet-ისთვის ცნობილი იანვარში გახდა.

„დრო დასჭირდა იმას, რომ გაგვეგო თავდასხმის შინაარსი და გამოგვევლინა ვინ დაზარალდა ამ თავდასხმის შედეგად“, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.

EasyJet-ის განცხადებით, ისინი ყველა მომხმარებელს, რომელთა მონაცემებზეც ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს, 26 მაისისთვის აცნობებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები