მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EasyJet-ის ხელმძღვანელი: სავსე თვითმფრინავები 100%-ით უსაფრთხოა

5ee77f2c1427e
ნათია თაქთაქიშვილი
15.06.20 19:00
1058
EasyJet-ის ხელმძღვანელის იოჰან ლანდგრენის გნცხადებით, სავსე თვითმფრინავით მგზავრობა 100%-ით უსაფრთხოა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც იოჰან ლანდგრენი აცხადებს, ავიაკომპანიები საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით მოქმედებენ და ზედმიწევნით იცავენ ჰიგიენის ნორმებს. ფრენების განახლება კი დღეიდან მოხდა.

მისი განცხადებით, როგორც მგზავრები, ასევე, ეკიპაჟის წევრები, აღჭურვილები იქნებიან ნიღბებით;  რაც შეეხება თვითმფრინავებს, მათი სალონები „ღრმა წმენდის“ მეთოდით დამუშავდება.

თვითმფრინავის სალონში დაწესებული სოციალური დისტანცირების ნორმებთან დაკავშირებით, EasyJet-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მგზავრებს ერთამეთისგან 2 მეტრის მანძილის დაშორებაზე ჯდომა აღარ მოუწევთ.

„სოციალური დისტანცირების შესახებ რეკომენდაციები გაცემული იყო ადრეულ ეტაპზე. შემდეგ მოხდა აღნიშნული რეკომენდაციის გადახედვა და მარეგულირებლებმა ახალი რეგულაციები შეიმუშავეს, რომელიც 2-მეტირანი დისტანციის დაცვას აღარ მოითხოვს“, - განაცხადა იოჰან ლანდგრენმა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიების ნაწილმა, მათ შორის Ryanair-ის ხელმძღვანელობამ, მკაცრად გააკრიტიკა რეკომენდაცია 2 მეტრიანი სოციალური დისტანცირების დაცვასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ EasyJet-მა კორონავირუსის გამო ოპერირება მარტის ბოლოდან შეაჩერა. დღეიდან ავიაკომპანიამ შიდა ფრენები აღადგინა, ხოლო საერთაშორისო ფრენების აღდგენა 1 ივლისიდან იგეგმება.














გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები